ეკა მიშველაძე – პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს მდივანი შერჩეული არ ჰყავს

0
805

პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს მდივანი შერჩეული არ ჰყავს, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უშიშროების საბჭოს მდივნის დანიშვნა პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა. როგორც კი გადაწყვეტილებას მიიღებს,  ამას თავად გაცნობებთ. პრეზიდენტს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, რომ უშიშროების საბჭოს მდივნად შესაძლოა ლევან დოლიძე ან ვანო მაჭავარიანი დაინიშნოს,  ეკა მიშველაძის თქმით, „არც ერთი კანდიდატურა განხილული არ ყოფილა“.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here