17 – 22 ოქტომბერს საერთაშორისო ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ გაიმართება

0
853

17 სექტემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ გაიმართება.

თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინფომაციით, თბილისის მერიისა და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის მიერ დაფუძნებული მუსიკალური ღონისძიება ცნობილ უცხოელ და ქართველ მუსიკოსებს უკვე 24-ჯერ უმასპინძლებს.  ფესტივალის პროგრამა მოიცავს სიმფონიურ, საგუნდო, კამერულ და ფოლკლორული მუსიკის კონცერტებს. ასევე წარმოდგენილი იქნება კლასიკური ნაწარმოებების თანამედროვე არანჟირებები. წელს ფესტივალის სტუმრები იქნებიან ამოს ტალმონი (დირიჟორი), ალექსანდრე, დანიელ და მიხაილ გურფინკელები (კლარნეტი) ისრაელიდან, ვილფრედ შტრელე (ალტი), ვოლფრამ ბრანდლი (ვიოლინო) და „ტრიო ბამბერგი“ გერმანიიდან, „იანოშკა ანსამბლი“ ავსტრიიდან, გულდიარ თანრიდაგლის ანსამბლი თურქეთიდან, ალისა რასელი (ვალტორნა), ბენ ჰალსტედი (კორნეტი) და პოლ კოლის-სმიტი (დირიჟორი) ბრიტანეთიდან და ასევე, ქართველი შემსრულებლები: ქეთევან ქემოკლიძე, სალომე ჯიქია, ნანა ძიძიგური, თინათინ მამულაშვილი, ვალერიანო გამგებელი, ირაკლი კახიძე, სულხან ჯაიანი, კახაბერ შავიძე, გიორგი დავითაძე, ლაშა სესიტაშვილი, გიორგი შავერზაშვილი, ალექსანდრე ვასაძე, მაია ფერაძე, ანსამბლი „გეორგიკა“, საქართველოს შეიარაღებული ძალების ორკესტრი.

საკონცერტო პროგრამაში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა.

 

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here