გიგა ბოკერია – ივანიშვილის გუნდი ხედავს, რომ არჩევნებს აგებს და აი, ამ ბოდვას გვთავაზობს

0
757

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, მმართველი გუნდი ოპონენტების წინააღმდეგ აბსურდული ბრალდებებით არის დაკავებული.

მისივე თქმით, “ეს ივანიშვილს ვერ უშველის, რადგან საზოგადოებას მისთვის პოლიტიკური განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს“.

“ბიძინა ივანიშვილი და ივანიშვილის გუნდი, რომელმაც ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანა და რომლისგანაც ოთხი წელი, მავნებლობისა და უნიათობის გარდა არაფერი გვინახავს, ახლა ხედავს, რომ არჩევნებს წააგებს და მორიგად, აი ამ ბოდვას გვთავაზობს. ეს არის პირველი შემთხვევა – დაწყებული საბურავებით და გაგრძელებული ჭიკაიძით. ახლა ამაში ე.წ. პრემიერ-მინისტრიც ჩაერთო. ეს მთავრობა იმისთვის აირჩიეს, რომ საქმისთვის მიეხედა და ამის ნაცვლად, აი ამ აბსურდს ვისმენთ. ეს ყველაფერი 8 ოქტომბრის შემდეგ დამთავრდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბოკერიამ.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის წევრებს ინფორმაცია ყველა იმ პრობლემის თაობაზე, რასაც წინა საარჩევოდ აქვს ადგილი.

ხელისუფლების წარმომადგენლები მოსალოდნელ პროვოკაციებსა და არეულობებზე საუბრობენ და ამ კონტექსტში ყურადღებას “ნაციონალურ მოძრაობაზე“ ამახვილებენ.

 

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here