ე.წ. კანონიერი ქურდის დავით გერლიანი-ჩაჩიბაიას დღევანდელ პროცესზე გივი თარგამაძე არ დაიკითხება

0
765

ე.წ. კანონიერი ქურდის დავით გერლიანი-ჩაჩიბაიას დღევანდელ სასამართლო პროცესზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთილიდერი გივი თარგაძე არ დაიკითხება. გივი თარგამაძეს პროკურატურა სასამართლოში დასაკითხად სავარაუდოდ, მომდევნო პროცესზე გამოიძახებს.

დღევანდელ პროცესზე კი სამი პოლიციელი იკითხება, რომლებმაც გერლიანის დაკავებაში მონაწილეობა მიიღეს. მათ დაკავების დეტალები გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ დაკავებისასგერლიანმა დაადასტურა რომ ქურდი იყო.

გერლიანის ინტერესების დამცველები, თავის მხრივ, დაინტერსდნენ დაკავების დროს იყო თუ არა გერლიანის წინ რაიმე სახის წინაღობა, რაც შეუშლიდა მას ხელს, რომ საქართველო-სომხეთის საზღვარი უკანონოდ გადაეკვეთა, რაზეც მოწმეებმა აღნიშნეს მსგავსი სახის დაბრკოლება ადგილზე არ ყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს  ე.წ. კანონიერი ქურდობისთვის ბრალდებულ დავით გერლიანი-  ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე

”კანონიერი ქურდობისთვის” ბრალდებული მთავარ მოწმეს, ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერ გივი თარგამაძეს ელოდება.

”დავით გერლიან-ჩაჩიბაიას ძალიან ბევრი კითხვა აქვს პარლამენტართან, რომლის მიერაც მოხდა უკრაინიდან გადმოგზავნილი ვიდეორგოლის, დავით გერლიანი-ჩაჩიბაიას იძულებით გამომგზავრების გავრცელება. ბრალდებულს აინტერესებს, რატომ დაუმალა თარგამაძემ სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნულის შესახებ”, – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა თამარ აბესაძემ.

ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი 22 ივნისს საქართველო-სომხეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისას დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 23 ივნისს შეეფარდა.

პროკურატურა ბრალდებულს ”კანონიერი ქურდობის” გარდა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობასაც ედავება.

თავად დაკავებული ”კანონიერ ქურდობას” არ აღირებს და ოდესიდან მის საქართველოში გამოძევებას „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მიერ დადგმულ სცენარს უწოდებს.

 

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here