სუს-ი გავრცელებულ სატელეფონო საუბრის ჩანაწერთან რაიმე კავშირს უარყოფს

0
700

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ინტერნეტში გავრცელებული სატელეფონო საუბრის ჩანაწერის მოპოვებასთან კავშირს უარყოფს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის ინფომაციით, უსაფუძვლოა ბრალდება, თითქოს აღნიშნულ ჩანაწერთან სუს-ს რაიმე კავშირი აქვს.

”ეს ბრალდება არის უსაფუძვლო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს რაიმე სახის კავშირს აღნიშნული ჩანაწერის მოპოვებასა და გავრცელებასთან.  თუ ვის მიერ იქნა მოპოვებული და გავრცელებული აუდიოჩანაწერი, გამოძიება დაადგენს. ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო”, -აცხადებს სუს-ის პრესსამსახურში.

ინტერნეტში ვრცელდება ჩანაწერი, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარს ასახავს.

ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობენ, მათ შორის ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს ”გირჩის” იმ წევრების პოზიციის გამო საყვედურობს, რომელიც ”ქართულ ოცნებასთან კოალიაციაში ყოფნის სურვილს ეხება. თავის მხრივ, ბურჭულაძე გვარამიას პასუხობს, რომ „მსგავსი რამ არ ხდება“.

ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი არ უარყოფს, რომ პაატა ბურჭულაძესთან მსგავსი საუბარი შედგა.

”ღია ხაზზე დავრეკე სპეციალურად. არაფერი მქონდა დასამალი და იმიტომ.

სამი დღე არ დაჭირდა სუს-ს. აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ”, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში”.

 

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here