აფხაზეთის ომის დროს დაღუპული კიდევ 17 მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირებულია

0
702

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომის დრო დაღუპული   მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

სამინისტროს ინფომაციით, 17 იდენტიფიცირებული მებრძოლის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში  დღეს გადაასვენეს.

დევნილთა და განსახლების სამინისტროს ცნობით, 2010 წელს წითელი ჯვრის ეგიდით შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს შეისწავლის.

მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა სამარხების გახსნა როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, ისე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე.  სამარხები გაიხსნა სოფელ გუმისთაში, სოფელ კოჩარაში, სოფელ ვარჩეში,  ოდიშსა და კუკიის სასაფლაოზე. სამარხების გახსნის შემდეგ, იდენტიფიცირების მიზნით, ნეშტები გადმოსვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. საქართველოში ჩატარებული გენეტიკური პროფილები ხორვატიაში, ზაგრების უნივერსიტეტის დნმ ლაბორატორიაში გაიგზავნა.  ამ დრომდე,   ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად,  უკვე იდენტიფიცირებული იყო 43 მებრძოლის ნეშტი.

დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შორის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხებზე მოლაპარაკებები გრძელდება.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე 15 სექტემბერს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

 

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here