დღეს სკოლებმა და სახელმწიფო უნივერსიტეტების ნაწილმა სწავლა დაიწყო

0
733

საქართველოს პრეზიდენტი მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

”ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პედაგოგებო და მშობლებო, გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.   განსაკუთრებით გილოცავთ მათ, ვისთვისაც დღეს პირველი დღეა სკოლასა  თუ უნივერსიტეტში.  დღეიდან თქვენ განახლებული ენერგიით შეუდგებით ყოველდღიურ შრომას ცოდნის მისაღებად. განათლება კი როგორც თქვენი პირადი წინსვლის, ასევე ქვეყნის ერთიანობისა და სიძლიერის საფუძველია. წარმატებულ, ახალი ცოდნითა და გამოცდილებებით აღსავსე სასწავლო წელს გისურვებთ”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

 

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here