თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი „სილიკონ ველი თბილისი“ ხვალ გაიხსნება

0
678

თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი „სილიკონ ველი თბილისი“ ხვალ, 16 სექტემბერს  გაიხსნება.

საქართველოში განხორციელებული მრავალმილიონიანი პროექტი – „სილიკონ ველი თბილისი“ IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურინკუბატორებს ერთ სივრცეში გააერთიანებს. „სილიკონ ველი თბილისი“ ბაგებში, ჭავჭავაძის გამზირზე ნომერ 82-ში განთავსდება.

„სილიკონ ველი თბილისში“ მომავალ ქართველ დეველოპერებს, პროგრამულ ინჟინრებს და მეწარმეებს საკუთარი ბიზნეს იდეების მეტად და სრულყოფილად განვითარება, ტექნოლოგიური უნარების გაღრმავება დაშესაძლებლობების გაფართოება შეეძლებათ. პროექტის ფარგლებში ასევე განთავსდება წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებისა და ბრენდების ოფისები, სტუდენტური კამპუსები, საზაფხულო სკოლა ბავშვებისთვის თავისი სპორტულიმოედნებითა და საცურაო აუზებით. პროექტი მოიცავს ყველა იმ ეტაპს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რათა საქართველომ თანდათანობით დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ტექნოლოგიების ექსპორტიორმა ქვეყანამ.

მაღალტექნოლოგიურ სპეციალისტებსა და პროგრამულ ინჟინრებს მოამზადებს „სილიკონ ველი თბილისში“ მდებარე IT აკადემია, სადაც ქართველ სტუდენტებს გამოცდილებას ისრაელელი სპეციალისტები გაუზიარებენ,რადგან მაღალი ტექნოლოგიების სექტორში და სტარტაპების განვითარებაში სწორედ ისრაელია ერთ-ერთ წამყვანი ქვეყანა, რომელმაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ მხრივ უდიდეს პროგრესს მიაღწია.

აკადემიაში ასევე იქნება გადამზადების ცენტრი, სადაც ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, მოხდება კადრების მომზადება კომპანიებისთვის. სწავლის პირველ საფეხურზე ყოველდღიურად, 10 საათის განმავლობაში აკადემიისსტუდენტებისთვის განათლების მიღება და მათი დატრენინგება მოხდება. მეორე ეტაპზე ისინი განავითარებენ თავიანთ შესაძლებლობას, მესამე საფეხურზე კი საკუთარ ბიზნეს იდეების განხორციელებაზე იმუშავებენ.

„სილიკონ ველი თბილისის“ გახსნის ცერემონია ხვალ, 16 სექტემბერს, 14:00 საათზე გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, ბიზნეს პალატისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები დაესწრებიან მოწვეულისტუმრებთან ერთად.

ტერმინი ”სილიკონის ველი” კალიფორნიელ მეწარმე რალფ ვაერსტს ეკუთვნის. მისმა მეგობარმა ჟურნალისტმა დონ ჰოფლერმა 1971 წლის 11 იანვარს Silicon Valey USA უწოდა სტატიების სერიას ყოველკვირეულ Electronic News-ში. სტატიებში ჰოფლერი მკითხველს უყვებოდა სან ფრანცისკოს სამხრეთით მდებარე სანტა კლარას შესახებ, სადაც მსხვილი ამერიკული IT კომპანიების შტაბ-ბინები იყო თავმოყრილი. დღეს სან-ფრანცისკოს ყურის ზონაში, 386 ათასზემეტი მაღალკვალიფიციური კადრი მუშაობს, რაც “სილიკონ ველის” უფლებას აძლევს აშშ-ში უმსხვილეს ტექნოლოგიურ ცენტრად იწოდებოდეს. “სილიკონ ველის” შემოსავალი აშშ-ის მასშტაბით ანალოგიურ მაჩვენებელს ბევრად აღემატება.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here