სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული საკოორდინაციო კომიტეტის და ფინანსური კომიტეტის შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა

0
1522

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 13-14 ოქტომბერს ბრიუსელში, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული საკოორდინაციო კომიტეტის და ფინანსური კომიტეტის შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფომაციით, შეხვედრაზე განიხილეს მიღწეული პროგრესი და ინიციატივები, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის  (ENNHRI) აქტივობებისა და გავლენების გაზრდას გრძელვადიან პერსპექტივაში; იმსჯელეს სამუშაო ჯგუფების პოლიტიკის საკითხებზე, ასევე, განიხილეს ENNHRI–ის სტრატეგიული გეგმები.

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელი (ENNHRI) 15 წელია აქტიურად მუშაობს ადამიანის უფლებათა ხელშეწყობისათვის ევროპაში. ორგანიზაცია ეხმარება ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების შექმნას და აკრედიტაციას, კოორდინაციას უწევს ინფორმაციის და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას მის წევრებს შორის, ზრუნავს შესაძლებლობების განვითარებასა და ტრენინგებზე, ჩართულია ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის საერთაშორისო და რეგიონალურ მექანიზმებში და ასევე ევროპის სამართლებრივ და პოლიტიკურ მოვლენებში.

2015 წლის 1 დეკემბერს ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის ბიუროს სრულუფლებიან წევრად აირჩიეს. ასევე ზედიზედ მეორედ, სამი წლის ვადით აირჩიეს ევროპული ქსელის საკოორდინაციო კომიტეტის წევრად, რომელიც ადმინისტრაციულ და მმართველობით საკითხებზეა პასუხისმგებელი; 2016 წლის მარტიდან კი საქართველოს სახალხო დამცველი კომიტეტის საბჭოში ევროპის რეგიონის წარმომადგენელი სამი წლით გახდა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here