დაბა ხარაგაულში ახალი სამედიცინო კლინიკა გაიხსნა

0
841

დაბა ხარაგაულში ახალი სამედიცინო კლინიკა გაიხსნა. ცერემონიას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დაესწრნენ.
ხარაგაულის სამედიცინო ცენტრის სტაციონარული განყოფილება 14 საწოლზეა გათვლილი, მათ შორის 3 სარეანიმაციოა. უახლესი ტექნიკით აღჭურვილ კლინიკაში გეგმიური და გადაუდებელი დახმარების მიღებაა შესაძლებელი. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს ულტრაბგერითი, რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევები ადგილზე ჩაუტარდებათ. მრავალპროფილიან კლინიკაში 70-მდე თანამშრომელი დასაქმდება.
ხარაგაულში გეგმიური ამბულატორიისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებები 2015 წლის აპრილიდან მოქმედებდა. სამედიცინო კამპუსის მშენებლობისა და აღჭურვის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, პაციენტები სრული სტაციონარული სერვისებით უკვე დღეიდან ისარგებლებენ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here