თბილისში, ხვალ “მარკეტინგ ფორუმი – 2016” გაიმართება. ფორუმის თემაა – “არასტანდარტული და ინოვაციური მიმართულებებიმარკეტინგსა და შეფუთვაში”. ფორუმს სასტუმრო „ბილტმორი“ უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფორუმზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა biletebi.ge-ზეა შესაძლებელი.
ქართველმა ორგანიზატორებმა მოლაპარაკებები აწარმოეს HP-ის წარმომადგენლებთან ისრაელიდან და საფრანგეთიდან.
”ფორუმზე მარკეტინგის გურუები – რაფი ალბო და კრისტიან მენეგონი ვორქშოპებსა და მასტერკლასებს ჩაატარებენ. რაფი ალბო, ისრაელიდანაა. იგი მთელი მსოფლიოსმასშტაბით ბეჭდური და ონლაინ საშუალებების წარმატებულ კომბინირებას 2000 წლიდან ახერხებს. 45 წლის ალბო SEGMARKETING-ის აღმასრულებელი დირექტორია. ისუკანასკნელი 4 წლის განმავლობაში 50 ქვეყნის სააგენტოსა თუ მწარმოებელთან თანამშრომლობს, ”დაიწყე მცირედით, იფიქრე ფართოდ, განვითარდი სწრაფად”- ასეთიაSEGMARKETING-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა.
როგორც ცნობილია, რაფი ალბო Arilyn-ში გლობალური მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობას იკავებს. ის www.augmentedworld.org-ის ბეჭდვითიინდუსტრიის გლობალური ელჩია. რაც შეეხება კრისტიან მენეგონს, იგი HP-ის ბიზნეს განვითარების მენეჯერია ის 20 წლის განმავლობაში ციფრული ბეჭდვისა და თანამედროვეტექნოლოგიების შესაძლებლობების პოპულარიზაციაზე ისეთ ბრენდებთან მუშაობს, როგორიც არის Coca-Cola, Perrier, Lindt და სხვა. მისი მონაწილეობით მთელი მსოფლიოსმასშტაბით უამრავი წარმატებული მარკეტინგული პროექტი განხორციელდა . ცნობილი მარკეტოლოგები „ბილტმორში“ ვორქშოპებსა და მასტერკლასებს ქართველი კოლეგებისთვისჩაატარებენ”, – აცხადებენ ორგანიზატორები.
ფორუმის დღის განრიგი ასეთია: 22 სექტემბერს რეგისტრაცია12:00 საათზე დაიწყება. 12:30 საათზე ორგანიზატორები სიტყვით გამოვლენ, 12:40 საათზე სიტყვით გამოვაცნობილი მარკეტოლოგი, რაფი ალბო. 14:45 საათზე დაიწყება შესვენება, ხოლო შესვენების შემდეგ, 15:30 საათზე სიტყვით გამოსვლებს კრისტიან მენეგონი განაახლებს. 16:20 საათიდან17:00 საათამდე პანელური დისკუსია გაიმართება.