კასპს და მიმდებარე სოფლებს 22 სექტემბერს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

0
898

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ინფორმაციით, 22 სექტემბრის 06:00-დან 23 სექტემბრის 16:00 საათამდებუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქალაქ კასპს, მიმდებარე სოფლებსა და კომერციულ მომხმარებლებს.

კომპანიის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი გაზის მიწოდება „საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალური გაზსადენის 28-ე კილომეტრზე არსებულ კასპის განშტოებაზესარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო იზღუდება.

რეაბილიტაციას შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში შეიცვლება ამორტიზებული სახაზო ონკანი, ასევეშეკეთდება კოროზიული ადგილები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება მაგისტრალურ მილსადენს. გარდა ამისა, მდინარე ლეხურაზე  ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ ახლადაშენებული D-300 მმ საჰაერო გადასასვლელი მაგისტრალური გაზსადენის სისტემაში ჩაერთვება.

ბუნებრივი გაზის მიწოდება სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება და შეუფერხებლად მოხდება მომხმარებლის გაზმომარაგება. შპს „საქართველოს გაზისტრანსპორტირების კომპანია“  შექმნილი ვითარების გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.