დიმიტრი ქუმსიშვილი დიდ ბრიტანეთს სამუშაო ვიზიტით ეწვევა

0
711

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხვალ  გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფომაციით, ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ პრემიუმ-სეგმენტში გადასვლის საზეიმო ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

„თიბისი ბანკის“ აქციები ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ყველაზე მსხვილ და გავლენიან ინვესტორთა წრისათვის. „თიბისი ბანკმა“ ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში ბანკის 50 მილიონამდე აქცია განათავსა.

დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე შეხვდება დიდი ბრიტანეთის  საფინანსო წრეების წარმომადგენლებს და გააკეთებს სპეციალურ პრეზენტაციას საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობისა და საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ.

სამინისტროს ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან ევროპისა და ამერიკის საკითხებში ალან დუნკანთან.

 

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here