საგამოძიებო სამსახურმა აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი 100-მდე სათამაშო აპარატი ამოიღო

0
769

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი, დიდი ოდენობით სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირების ფაქტი გამოავლინა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფომაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ თბილისში, გარდაბანში, რუსთავში, მარნეულში, ფოთსა და სენაკში ბაზრობებსა და ხალხმრავალ ადგილებზე, სხვადასხვა პირს განთავსებული ჰქონდა  სათამაშო აპარატები, რომელთა მეშვეობით მართავდნენ აზარტულ თამაშებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე და იღებდნენ დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს.

სათამაშო აპარატები წარმოადგენს ელექტრო-მექანიკურ მოწყობილობაზე მომუშავე ე.წ. ,სლოტ აპარატებს და კუსტარულად დამზადებულ მოწყობილობას, რომელიც ქაღალდის კუპიურებისა და  20 თეთრიანი მონეტების გამოყენებით, შემთხვევითობის პრინციპით მოთამაშეს აძლევს მიზერულ მოგებას. საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულა 100-მდე სათამაშო აპარატი”, – ნათქვამია განცხადებაში.

  საქმეზე  გამოძიება საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,  რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here