„ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები“ ხვალიდან პეკინიდან თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს განახორციელებს

0
721

„ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები“ ხვალიდან, ურუმჩის გავლით, პეკინიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ფრენა კვირაში ორი სიხშირით – ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, ”ბოინგ-737-800” ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ახალი მიმართულების გახსნასთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“  ხვალ, აეროპორტის ტერმინალის შენობაში მიღებას გამართავს.

აღსანიშნავია, რომ ურუმჩი-პეკინი-თბილისი საჰაერო ხაზის პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  21:45 საათზე დაეშვება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი, სამინისტროს სისტემაში შემავალი საავიაციო უწყებების (სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“, შპს „საქაერონავიგაცია“) ხელმძღვანელი პირები, „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზების“ მესვეურები და სხვა მიწვეული სტუმრები.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here