თბილისში იერსინიას მე-12 საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნა

0
767

თბილისში იერსინიას მე-12 საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნა. იერსინიას სიმპოზიუმი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა მასპინძლობს.

კონფერენცია სასტუმრო ”ჰოლიდეი ინნ”-ში, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა გახსნეს.

სიმპოზიუმში მონაწილეობენ იერსინიებზე მომუშავე 21 ქვეყნის 100 – მდე მეცნიერი, მათ შორის სპეციალისტები საფრანგეთიდან, აშშ-დან, ჩინეთიდან, ნორვეგიიდან, რუსეთიდან, ახალი ზელანდიიდან, მადაგასკარიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ა.შ.

“იერსინია როგორც დაავადება არც საქართველოსთვის და არც მსოფლიოსთვის აქტუალური აღარ არის. ეს არის დაავადება, რომელსაც ადრე შავ ჭირს ეძახდნენ, თუმცა ამ დაავადებასთან ბრძოლამ საერთაშორისო ჯანდაცვას ინფექციებთან ბრძოლის ძალიან დიდი გამოცდილება მისცა. კონფერენციის განმავლობაში შესაძლებლობა გვექნება განხვიხილოთ მიდგომები, რომელიც ინფექციებთან ბრძოლის სტრატეგიას ეხება. საბედნიეროდ, დაავადება აღარ არსებობს, აქტუალური აღარ არის, მაგრამ მიდგომებმა განვითარების შესაძლებლობა მოგვცა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

საქართველოში სიმპოზიუმის ჩატარება ქართველი მეცნიერების ღვაწლის აღიარებაა, რომლებიც ათწლეულების მანძილზე აწარმოებენ იერსინიებიდან ყველაზე საშიშის, შავი ჭირის გამომწვევზე ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობას. 1996 წელს სწორედ „შავი ჭირის საწინააღმდეგო საქართველოს სადგურის“ ბაზაზე დაარსდა დაავადებათა კონტროლისა და საზგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

სიმპზიუმზე მოხსენებები გაკეთდება შემდეგ საკითხებზე: ბაქტერიოლოგია, ეპიდემიოლოგია, დიაგნოსტიკა, ვაქცინები და ქიმიოთერაპია, გენომი, ევოლუცია, ეპიდზედამხედველობა და დაავადების კონტროლი, მასპინძლისა და პათოგენის ურთიერთქმედება და ა.შ.

სიმპოზიუმი გაიმართება 25 – 28 ოქტომბერს. შემდეგ მონაწილეები ეწვევიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ გ.ლუგარის სახელობის ლაბორატორიას, სადაც გაეცნობიან ქართველ მკვლევართა მუშაობას.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here