Thomson Reuters-ი 2 ათასამდე თანამშრომელს გაათავისუფლებს

0
705

კორპორაცია Thomson Reuters-ი მსოფლიოს 39 ქვეყანაში 2 ათასამდე თანამშრომელს გაათავისუფლებს. ამის შესახებ ინფორმაცია „როიტერსის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადების თანახმად, ახალი ამბების საერთაშორისო კორპორაციაში შტატების შემცირების გადაწყვეტილება კომპანიაში ფინანსური ხარჯების შემცირების მიზნით მიიღეს.

ამ დროისთვის Thomson Reuters-ის ყველა ფილიალში 48 ათასამდე ადამიანია დასაქმებული, თანამდებობას კი საერთო რაოდენობის 4 პროცენტი დატოვებს. თანამშრომლებთა შტატების შემცირება Reuters-ის ახალი ამბების განყოფილებას არ შეეხება.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here