მარტინ შულცი თურქეთს დემოკრატიულ ღირებულებებზე დაუბრუნებისკენ მოუწოდებს

0
1062

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს მოუწოდა, რომ შეწყვიტოს ოპოზიციაზე ზეწოლა და დასავლეთთანაც ურთიერთობებს ნუ გაართულებს. ამის შესახებ განცხადება შულცმა ქალაქ ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა, სახელწოდებით -″გამომცემელთა ღამე″ .

″თურქეთის ხელისუფლებას არასწორი გზიდან დაბრუნებას და ევროპული დემოკრატიის გასაძლიერებლად დიალოგისკენ მოვუწოდებ.″-განაცხადა მან.

მარტინ შულცის თქიმთ, ევროპის სურვილია, რომ თურქეთთან კარგი ურთიერთობები ჰქონდეს და იმასაც კარგად ხედავს თუ რამდენად დიდი წვლილი შეაქვს თურქეთს ლტოლვილთა კრიზისის აღმოფხვრის საკითხში, მაგრამ ″ტერორიზმი და კონფლიქტი, ოპონენტების დევნას არ ამართლებს″.

″ვინც პრესის თავისუფლებას ძირს გამოუთხრის ის დემოკრატიას მოკლავს. ახლა თურქეთში მიმდინარე მოვლენები მხოლოდ შემაშფოთებელი კი არა, ასევე მიუღებელიც არის.″-განაცხადა მარტინ შულცმა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here