პეტრო პოროშენკომ სააკაშვილი პრეზიდენტის უშტატო მრჩევლის თანამდებობიდანაც გაათავისუფლა

0
808

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ბრძანებას მოაწერა ხელი.  შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

განკარგულების თანახმად, სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის უშტატო მრჩევლის პოსტიდანაც გათავისულდა.
მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის ბუბერნატორის თანამდებობა 7 ნოემბერს დატოვა. მან შესაბამისი განცხადებით უკრაინის მთავრობას მიმართა.

მინისტრთა კაბინეტმა გუშინ, სააკაშვილის გადაწყვეტილება დააკმაყოფილა და შესაბამისი წარდგინება პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here