ბიძინა ივანიშვილმა უილიამ დე კუნინგის ტილო 61 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა

0
827

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ცნობილი ჰოლანდიელი ფერმწერისა და სკულპტორის უილიამ დე კუნინგის ტილო კრისტის აუქციონზე 61 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჰოლანდიური გამოცემა volkskrant.nl-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ტილოს ახალი მფლობელის ვინაობა უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, ვაჭრობა ტელეფონით შედგა.  ტილოს საწყისი ფასი 37 მლნ აშშ დოლარი იყო. ტილო მხატვრის მიერ 1977 წელს არის შექმნილი.

 

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here