ალექსანდრე ჯეჯელავა: ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ყველას ქიმია და ფიზიკა, თუ სკოლაში მეგობრობას და გვერდში დგომას ვერ ისწავლის

0
780

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ სკოლის მთავარი ფუნქცია მხოლოდ სწავლა არ არის. სკოლის შესახებ საკუთარ ხედვებზე მინისტრი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

“ბავშვმა თუ იცის ფიზიკა, მაგრამ ვერ იტანს მეზობლებს, რა არის ამაში მოსაწონი?! ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ყველას ქიმია და ფიზიკა, თუ სკოლაში მეგობრობას, გვერდში დგომასა და ადამიანობას ვერ ისწავლის. ჩემს დროს სკოლაში ასწავლიდნენ, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა ყოფილიყავი, ჯგუფური მუშაობა არ შეიძლებოდა, რადგან კარნახად და მაიმუნობად ითვლებოდა.

როდესაც კომაროვი ოქროს მედალზე დავამთავრე და გარეთ გამოვედი, აღმოვაჩინე, რომ შენს უნარებზე კი არ არის აგებული ცხოვრება, სხვა ადამიანების გვერდით დგომაზე. ჩვენ გვინდა ისეთი სკოლა, რომელიც იმისთვის ამზადებს ბავშვს, რაც ცხოვრებაში დასჭირდება. დღემდე ველოდები, როდის გამომადგება დედაქალაქების ზეპირად ცოდნა. 43 წლის ვარ და ჯერ არ დამჭირვებია”, – აცხადებს განათლების მინისტრი.

ჯეჯელავას თქმით, უპირატესობა კრიტიკულ აზროვნებას უნდა მიენიჭოს და არა მათემატიკური ფორმულების, მოლური მასებისა და ისტორიული თარიღების დაზეპირებას.

მინისტრის განმარტებით, მისი სურვილია, ტაბუირებული თემები არ არსებობდეს და საზოგადოებამ ნებისმიერ საკითხზე თავისუფლად იმსჯელოს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here