გიორგი კვირიკაშვილმა ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრების დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა

0
766

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრების დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა.

განახლებული სამთავრობო გუნდი, გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით, რომელსაც პარლამენტმა, ნდობა 26 ნოემბერს, რიგგარეშე სესიაზე გამოუცხადა, თანამდებობრივი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭი 26 ნოემბერს უყარა და მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა.

ქვეყნის ახალ მთავრობას მხარი პარლამენტის 110-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღდეგ 19 დეპუტატი წავიდა. კენჭისყრაში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here