დღეიდან შობის მარხვა იწყება

0
764

28 ნოემბრიდან მორწმუნეებისთვის შობის მარხვა დაიწყო. საშობაო მარხვა 40 დღე გაგრძელდება და 7 იანვარს, უფლის შობის დღესასწაულზე დასრულდება.

მარხვა მორწმუნეებს უფლის შობის დღესასწაულისთვის ამზადებს. ტრადიციულად, შობის მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში, თევზის მიღება შეეძლებათ. 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება. შესაძლოა, გამონაკლისი პირველ იანვარს გაკეთდეს და კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევის შემთხვევაში, მმარხველები თევზის მიღებას შეძლებენ.

წმიდათა მამათა მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებით, მართლმადიდებლურ ეკლესიაში, წლის განმავლობაში, ოთხი ძირითადი მარხვაა. ესენია  – აღდგომის, პეტრე-პავლობის, მარიამობის და შობის.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here