ქობულეთში არსებულ რეგულირებად სარკინიგზო გადასასვლელზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

0
845

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 74-ე კილომეტრზე (ქობულეთი) არსებულ რეგულირებად სარკინიგზო გადასასვლელზე, „საქართველოს რკინიგზა“ ლიანდაგის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს აწარმოებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, 8 დეკემბრის დილის 08:00 საათიდან 9 დეკემბრის საღამოს 18:00 საათამდე აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

ავტოტრანსპორტის ნაკადი დროებით გადაერთვება შემოსავლელ გზაზე, ქალაქის გავლით.

სამუშაოების წარმოების პროცესში, სარკინიგზო გადასასვლელის მთელ პერიმეტრზე „საქართველოს რკინიგზის“ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის მოძრაობის რეგულირებას უზრუნველყოფენ.

აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის ჩაკეტვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2016 წლის 14 ივლისის (№31601751089) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად განხორციელდება.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here