თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს გაზმომარაგება შეეზღუდება

0
983

თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს, გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ცნობით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 10:00 საათიდან, გაზმომარაგება შეუწყდება სამგორის რაიონში, სოფელ წინუბნის, ნასაგურის, ლოჭინის, ლილო-ფრანგულიანის, ლილო-მეფრინველეობის დასახლებას, ლილოს დასახლების 1-ელი, მე-2, მე-4 და მე-5 კვარტლების, სადგური ლილოს, ლილოს დასახლებაში – რუსთაველის, ღლონტის, კამოს, სტურუას ქუჩებისა და მიმდებარედ არსებული კერძო სექტორის მოსახლეობას.
მათივე ცნობით, ასევე გაითიშება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული სამრეწველო და კვების ობიექტები, ტერმინალები „ლილო“ და „ოპიზა“, ასფალტის ქარხანა, №107 და №168 საჯარო სკოლები, პურის ქარხანა და სხვა კომერციული ობიექტები.
”გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.
მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის”, – აცხადებენ კომპანიაში.