ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე შეთანხმება შედგა

0
644

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

„კარგი ამბავი საქართველოს მოქალაქეებისთვის: საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია. შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირის საბჭოა“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც 12 დეკემბერს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა განაცხადა, ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს 20 იანვარს განიხილავს.

საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სავარაუდოდ, იანვარში უყრიან კენჭს. პლენარული სესია 16-19 იანვარს გაიმართება.

საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის განხილვის სავარაუდო თარიღად ევროპარლამენტის დღის წესრიგში 18 იანვარია მითითებული.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here