თბილისის „მეტროპოლიტენის“ მუშაობა აღდგენილია

0
675

დედაქალაქის „მეტროპოლიტენის“ ყველა მეტროსადგურზე მატარებლების მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

დღეს, 09:55 საათზე სადგურ „სამგორში“, საკონტაქტო რელსზე ძაბვის მიწოდების შეფერხების გამო, პირველ ხაზზე მატარებლები ზონურად – „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“ მოძრაობდნენ. ვარკეთილსა და სამგორს შორის გვირაბში ავარიულად გაჩერებულ მატარებელში მგზავრები დაახლოებით ნახევარი საათი იმყოფებოდნენ.

აღნიშნული შეფერხების გამო, მეტროდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. მეტროს სადგურებს – „ვარკეთილსა“ და „სამგორს“ შორის ავარიულად გაჩერებულ მატარებელში მყოფი მგზავრები გვირაბიდან ფეხით გამოიყვანეს.

ამ ეტაპზე, მეტროს ყველა სადგური მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here