კანადის პრემიერ-მინისტრი მზადაა, „ომსა და ტერორიზმს გამოქცეული“ ადამიანები მიიღოს

0
1050

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო ამერიკის შეერთებული შტატების მიგრანტებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გაემიჯნა. კანადის მთავრობის მეთაურმა, საკუთარი პოზიცია „ტვიტერზე“ დააფიქსირა. მან ომსა და ტერორიზმს გამოქცეული ადამიანების მიღების სრული მზაობა გამოაცხადა.

„დევნას, ომსა და ტერორს გამოქცეულ ადამიანებს კანადა სიხარულით მიიღებს, მათი რელიგიური შეხედულებების მიუხედავად. მრავალფეროვნება ჩვენი ძალაა“, -განაცხადა ჯასტინ ტრიუდომ.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და კანადის მთავრობის მეთაურს სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ხედვა აქვთ, მათ შორის, მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით, ჯასტინ ტრიუდომ დონალდ ტრამპის კრიტიკისგან თავი შეიკავა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონსა და ოტავას ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებთ და მჭიდრო ეკონომიკური კავშირი აქვთ.

ჯასტინ ტრიდომ მსოფლიოს ყურადღება ქვეყანაში 13 თვის განმავლობაში 40 ათასი სირიელი მიგრანტის მიღებით მიიპყრო. 2017 წლის ბოლომდე კანადა ქვეყნის ტერიტორიაზე 300 ათასი მიგრანტის შეშვებას გეგმავს, უმეტესი მათგანი ეკონომიკური მიგრანტი იქნება, თუმცა მათ შორის ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული ლტოლვილებიც იქნებიან.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here