დიდუბის რაიონის გამგებელი ვარაუდობს, რომ “ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალი “ფართო მასშტაბის” იქნება.
როგორც ირმა ზავრადაშვილმა ჟურნალისტებს “ბავშვთა სამყაროსთან” განუცხადა, სავარაუდოდ, ზარალის ანაზღაურება მხოლოდ გამგეობის ბიუჯეტიდან რთული იქნება.
“პოლიცია აქაა, ყველა აქაა. ალბათ, გაარკვევენ, რა იყო მიზეზი. იმედს ვიტოვებ, რომ დაზღვევა არსებობს. ანაზღაურებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ჯერ ცეცხლი უნდა ჩავაქროთ და მოხდეს ხანძრის ლოკალიზება, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. გამგეობის მასშტაბებს ეს აღემატება. ეს უფრო ფართო მასშტაბის პრობლემაა, რადგან ძალიან დიდი ცეცხლია”, – განაცხადა დიდუბის გამგებელმა.