შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

0
730

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ე.ი. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებულის დროებითი საცხოვრებლიდან ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი ნივთიერებები ამოიღეს.
„სამართალდამცველებმა, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი 727 აბი, ასევე, „მდმა“-ს შემცველი 52 ფირფიტა და 15,07 გრამი კანაფის ფისის შემცველი ნარკოტიკი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ე.ი-ს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here