Freedom House-ის ანგარიშში საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა

0
786

საერთაშორისო ორგანიზაციამ Freedom House-მა 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, საქართველომ 100 შესაძლო ქულიდან 64 მიიღო და კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა.

მედიის თავისუფლების კუთხით, საქართველო მოხსენებულია როგორც ნაწილობრივ თავისუფალი, ხოლო ინტერნეტის თავისუფლების კუთხით როგორც თავისუფალი.
პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით საქართველომ 7 შესაძლო ქულიდან 3 ქულა მიიღო.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში, პრობლემად კვლავ მედიის საკითხი და კანონის უზენაესობა რჩება.

“პრობლემებია ტელევიზიების მფლობელებთან დაკავშირებით. ასევე, პრობლემებია კანონის უზენაესობაში. დროდადრო იყო პრობლემები ბრალდებებთან დაკავშირებით პოლიტიკური გასამართლებებზე, თუმცა საქართველოს, მის მეზობლებთან და ევრაზიის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ კარგი მდგომარეობა აქვს”, – აღნიშნავს Freedom House-ის წარმომადგენელი არჩ ფადინგთონი.

Freedom House ქვეყნებში თავისუფლების ხარისხს სამი კატეგორიით ზომავს: თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი და არათავისუფალი.
რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, ქულების მიხედვით მათი შემდეგი ასეთია: აზერბაიჯანი (14 ქულა), რუსეთი (20), თურქეთი (38), სომხეთი (45).

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here