ზურაბ ალავიძე: 2020 წლამდე საქართველოში 2 500-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორცილდება

0
802

2020 წლამდე საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 2500-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორცილდება, – ამის შესახებ განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ასევე დარგობრივი და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.

ზურაბ ალავიძე საქმიანობის ანგარიშსა და დაგეგმილ გეგმებზე საუბრობს. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა 2017-2020 წლებში დაგეგმილ პროექტებზე.

“2020 წლამდე საქართველოს მასშტაბით დაახლოებით, 2500-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. დაგეგმილია 1000 კილომეტრი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია, აქედან 350 კილომეტრი იქნება ჩქაროსნული ავტომაგისტრალები, 750 კილომეტრი – რეგინული მნიშვნელობის გზები. დამატებით, ნახევარ მილიონამდე ადამიანი ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით, აშენდება შვიდი ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება 120-ზე მეტ საზოგადოებრივ-კულტურული დანიშნულების ობიექტს. აღნიშნული პროექტების განხორციელება შექმნის 40 000 სამუშაო ადგილს”, – განაცხადა ალავიძემ.

მისივე თქმით, ყველა პროექტის განხორციელება რეგიონებში არსებული შესაძლებლობების რეალიზებას, მოსახლეობის კეთილდღეობასა და ქვეყნის სწრაფ განვითარებას უკავშირდება.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here