სს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

0
689

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული მ.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვის ფაქტზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „იჟ 18“-ის მოდელის გადაჭრილი ცეცხლსასროლი იარაღი, 172 საბრძოლო ვაზნა და „ედ“-ის ტიპის ასაფეთქებელი ელექტროდეტონატორი ამოიღეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე–2 ნაწილით მიმდინარეობს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here