ყალბი 100 და 200 ლარიანი კუპიურების დამზადება – გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

0
1095

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ – ერთი ბრალდებული, სისტემატურად ამზადებდა 100 და 200-ლარიან ყალბ კუპიურებს და შემდგომში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დახმარებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში და ფიზიკურ პირებზე ასაღებდა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ – ის 212 – ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here