საბოლოო მონაცემებით, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 66,06% მიიღო, მარინ ლე პენმა – 33,94%

0
1893

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოოო შედეგები გამოაქვეყნა.

ბიულეტენთა 100%-ის დათვლის შემდეგ, პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 66,06% მიიღო, ხოლო „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა – 33,94%.

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის მერვე პრეზიდენტი გახდა. ის მეხუთე რესპუბლიკაში ყველაზე ახალგაზრდა არჩეული პრეზიდენტია.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here