პოლიციამ აღმაშენებლის ხეივანში დაკავებული პირისგან ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

0
620

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. ოპერატიული ღონისძიება სამართალდამცველებმა გვიან ღამით აღმაშენებლის ხეივანში ჩაატარეს. პოლიციამ დაკავებულის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here