„საქსტატის“ ინფორმაციით, ოქტომბერში სურსათის ზოგიერთ სახეობაზე ფასები გაიზარდა

0
1132

ოქტომბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 6,4 % შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის ოქტომბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,8%-ი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,4 % შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,6%-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,46 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (11,5 %), რძე, ყველი და კვერცხი (3,2 %) და ზეთი და ცხიმი (1,1%). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-3,0%);

ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ჯგუფში ფასები გაიზარდა 6,5%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,19 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ფეხსაცმელზე (12,0%) და ტანსაცმელზე (3,6 %).

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 7,4%-ით, რაც 2,21 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (28,4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (13,7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11,7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9,1 პროცენტი), ზეთი და
-0:08 ცხიმი (7,6 პროცენტი);

ტრანსპორტის ფასები მომატებულია 14,7 %-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,83 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (19,4%), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (12,7 %) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (5,1%);

ალკოჰოლური სასმელებსა და თამბაქოზე ფასები გაიზარდა 17,6 %-ით, რაც 1,13 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (37,8%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,2%);

ჯანმრთელობის დაცვაზე ფასები გაიზარდა 5,8%-ით, რაც 0,5 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (10,7 %) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (6,2%).

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here