შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია გაიმართა

0
620

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მე-10 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია გაიმართა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ გახსნა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

ღონისძიების თემატიკა მოიცავდა აშშ-ს კულტურას, პოლიტიკას, ლიტერატურას, ქალთა საკითხებს, განათლებას, ისტორიას, ხელოვნებასა და ეკონომიკას. კონფერენციას 39 მომხსენებელი ჰყავდა, მათ შორის, 4 ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here