საქართველოს 4 უნივერსიტეტი შრომის ბაზრის ერთობლივ კვლევას ჩაატარებს

0
271

საქართველოს 4 უნივერსიტეტი შრომის ბაზრის ერთობლივ კვლევას ჩაატარებს. 2019 წლის 10 იანვარს GIPA-ს ინიციატივით, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ააიპ „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA)“, შპს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს”, შპს „კავკასიის უნივერსიტეტსა“ და შპს „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს“ შორის.

უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცისა და დამსაქმებელთა მოთხოვნების თანხვედრის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მემორანდუმის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ ითანამშრომლონ და „GICE Partnership“ პროექტის (პროექტის დასახელება გამომდინარეობს მემორანდუმის ხელმომწერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელწოდებებიდან) ფარგლებში განახორციელონ საქართველოს შრომის ბაზრის ერთობლივი კვლევა. ეს საქართველოს უნივერსიტეტებს შორის ამ მიზნით წარმოებული თანამშრომლობის პირველი პრეცედენტია.

„GICE Partnership“ პროექტის ფარგლებში ჩატარდება საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების რაოდენობრივი კვლევა, რომლის მიზანია დადგინდეს, საქართველოში დამსაქმებლების მხრიდან თუ რა ტიპის ცოდნასა და უნარებზე/კომპეტენციებზეა მოთხოვნა ზემოთ ხსენებული უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების მიხედვით. კვლევას განახორციელებს ა(ა)იპ საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.

ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ითანამშრომლონ საერთო ინტერესის სფეროში შემავალი სხვა მიმართულებებით, როგორიცაა აქტუალური საკითხების ირგვლივ ერთობლივი პროექტების განხორციელება, სასწავლო სახელმძღვანელოებისა და სხვა სახის პუბლიკაციების მომზადება და გამოქვეყნება.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here