სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

0
283

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 14 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ცნობით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ხევძმარის, სარაჯიშვილის, შეშელიძის და თემქის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, თამარაშვილის, ჩხეიძის და ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია „თელასი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here