თურქეთმა, NBA-ის მოთამაშის დასაკავებლად ინტერპოლს მიმართა

0
263

სტამბულის მთავარმა პროკურატურამ, გიულენის მოძრაობის მხარდაჭერაში ბრალდებული ″ნიუ იორკ ნიქსის″ ცენტრის ენეს კანტერის დასაკავებლად ინტერპოლს მიმართა.

კანტერი, უკვე დიდი ხანია გიულენის მოძრაობას მხარდაჭერას ღიად უცხადებს და სოციალური მედიის საშუალებით თურქეთის მთავრობის კრიტიკის გამო დღის წესრიგშია. ბოლო დროს, თურქმა კალათბურთელმა ლონდონში გამგზავრებაზე, სადაც NBA-ის თამაში იყო დაგეგმილი, უარი განაცხადა, რადგან თურქეთის ჯაშუშებისგან მის სიცოცხლეს საფრთე დაემუქრებოდა.

თურქეთის პროკურატურას მიაჩნია, რომ კანტერმა დახმარება აღმოუჩინა ტერორისტულ დაჯგუფებას. კალათბურთელმა სოლიდური თანხა გადასცა ტერორისტებს, აგრეთვე, სოციალურ ქსელებში მხარი დაუჭირა თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. ასევე არსებობს ინფორმაცია, თითქოს, კალათბურთელი სტუმრობდა ამ ჯგუფთან დაკავშირებულ რამდენიმე სკოლას და ესწრებოდა ორგანიზაციის შეკრებებს.

კანტერი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2009 წელს გადავიდა, სადაც საუნივერსიტეტო გუნდებში თამაშობდა, 2011 წელს კი „იუტას“ კალათბურთელი გახდა. ის ასევე თამაშობდა „ოკლაჰომაში“, 2017 წლიდან კი „ნიუ იორკშია“.

წყარო:ahvalnews.com

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here