ტოჩინოშინმა ტრავმის გამო ჰაცუ ბაშოზე ასპარეზობა შეწყვიტა

0
586

ტოჩინოშინმა ტრავმის გამო წლის პირველ სუპერტირნირზე ჰაცუ ბაშოზე ასპარეზობა შეწყვიტა. 

ქართველმა ოძეკმა ჰაცუ ბაშოს დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო, თუმცა ტურნირის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ასპარეზობა მაინც გადაწყვიტა.

საბოლოოდ, როგორც გაირკვა, ტოჩინოშინმა ტრავმირებული ფეხით ფორმაში შესვლა ვერ შეძლო და საწყისი ოთხი შეხვედრიდან ოთხივე დათმო, რის შემდეგაც ბაშოს ნაადრევად დატოვება და მკურნალობის დაწყება გადაწყვიტა.

მომდევნო, ჰაცუ ბაშოზე, რომელიც მარტში გაიმართება, ტოჩინოშინი კვლავ დადგება ოძეკის რანგის დაკარგვის საფრთხის წინაშე. ტიტულის შესანარჩუნებლად მას 15-დან, სულ მცირე, რვა ბრძოლის მოგება მოუწევს.