21 იანვარს სალომე ზურაბიშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

0
571

საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტის რანგში ბრიუსელში 21-23 იანვარს შედგება. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვიზიტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით იქნება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ინაუგურაციის შემდეგ ეს იქნება ზურაბიშვილის პირველი საერთაშორისო ვიზიტი.