ისლანდიამ 2018 წელს თავშესაფარი საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მისცა

0
232

ისლანდიაში გასულ წელს თავშესაფარი საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია. 2018 წლის სტატისტიკა ქვეყნის იმიგრაციის დირექტორატმა გამოაქვეყნა.

ისლანდიაში შესაბამისი მოთხოვნით, საქართველოს მოქალაქეთა 84 განაცხადი განიხილეს, საიდანაც 65 საქმეზე გადაწყვეტილება უარყოფითი იყო, 19 შემთხვევაში კი, განხილვა სხვა მიზეზით შეწყდა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ისლანდიაში თავშესაფარი ერაყის 43-მა მოქალაქემ მიიღო, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ცალკეულ ქვეყნებს შორის.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ისლანდიის საიმიგრაციო დირექტორატმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here