თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვენესუელას ე.წ. პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი იბრაჰიმ კალინი წერს.
„ჩვენმა პრეზიდენტმა ვენესუელას პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს დაურეკა, მას მხარდაჭერა გამოუცხადა თურქეთის მხრიდან და განუცხადა: „ძმაო მადურო, მტკიცედ დადექი, შენთან ვართ!“. თურქეთი მხარს უჭერს თავის პრინციპულ პოზიციას სახელმწიფო გადატრიალებების წინააღმდეგ“, – დაწერა იბრაჰიმ კალინმა.
გუშინ ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ამ სტატუსით უკვე აღიარა აშშ-მ, კანადამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, პარაგვაიმ, პერუმ, ჩილემ, ეკვადორმა და საქართველომ.