2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 459 ადამიანი ემსხვერპლა

0
242

საქართველოში 2018 წელს მოხდა 6,452 ავტოსაგზაო შემთხვევა, რასაც 459 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 9,047 დაშავდა. ამ სტატისტიკას ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საგზაო შემთხვევები 2017 წელთან შედარებით 6 პროცენტითაა გაზრდილი, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია.

კერძოდ, ორგანიზაციის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში სულ 6 079 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც, 517 ადამიანი დაიღუპა და 8 461 დაშავდა.

„2017 წელთან შედარებით 2018 წელს ავტოავარიები გაიზარდა 6%- ით, დაშავებულთა რაოდენობა – 7%-ით, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 11%-ით შემცირდა. თბილისში წინა წელთან შედარებით სამივე მაჩვენებელი გაზრდილია, საგზაო შემთხვევები 7%-ით, დაშავებულთა რაოდენობა – 7%-ით, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა – 4%-ით. 2018 წელს დაიღუპა 21 მოზარდი (16 წლამდე), მათ შორის 8 ქვეითი, ხოლო დაშავდა 1012 მოზარდი, მათ შორის 343 ქვეითი“, – ნათქვამია ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ განცხადებაში.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here