გოგა ბითაძემ ევროლიგაზე 16 ქულა ჩააგდო და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

0
251

ევროლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” “გრან კანარიას” უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 75:70 სძლია.

საქართველოს ნაკრების ცენტრმა პარკეტზე 28:36 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი 16 ქულა, 7 მოხსნა, 2 გადაცემა და 3 ბლოკი იყო.

მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 27 გახლდათ, რითაც ის მატჩის MVP გახდა.
გოგა ჩაგდებული ქულებით მხოლოდ თანაგუნდელ ნორის კოულს (20) ჩამორჩა.
აღსანიშნავია, რომ ის ახალ გუნდში გადასვლისას ფოლებით იტვირთებოდა, ამ შეხვედრაში კი მხოლოდ 1 პერსონალური მიიღო.

 

“ბუდუჩნოსტმა” მე-6 გამარჯვება მოიპოვა, “გრან კანარიას” დაეწია (6-6 მოგება აქვთ) და მომდევნო შეხვედრას მოსკოვში “ცსკა”-ს წინააღმდეგ გამართავს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here