2019 წელს მე-11 კლასელები გამოცდებს არ ჩააბარებენ

0
508

2019 წელს გამოსაშვები გამოცდები მე-11 კლასელთათვის მოიხსნება, 2020 წელს კი მე-12 კლასისაც – ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„2019 წელს გამოცდები მე-12 კლასში შენარჩუნდება იმისთვის, რომ ეს ციკლი, რაც დაიწყო, დასრულდეს. მე-11 კლასში გამოცდები იხსნება, რადგან მომავალში ასეთი ტიპის გამოცდა ამ საფეხურზე აღარ იქნება. რაც შეეხება იმ პირებს, ვინც წინა წელს ჩაიჭრა, ან ვერ გამოცხადდა გამოცდაზე, მათ ისევ ექნებათ უფლება, გამოვიდნენ გამოცდაზე, თუ მე-11 კლასში რაღაც საგანი დარჩათ და ბედს კიდევ ერთხელ ცდიან“,- განაცხადა გორგოძემ.

„ეს გადაწყვეტილებები კვლევებისა და მსჯელობის შემდეგ მივიღეთ და ვეცადეთ, რომ გაგვეთვალისწინებინა ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესი. ორიენტაცია კეთდება რეალურ ცოდნაზე და არა გამოცდაზე სკოლაში“, – განმარტა სოფო გორგოძემ.