NDI-ის გამოკითხულთა 67% პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს

0
277

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს:

კერძოდ, კითხვაზე – როგორ შეაფასებდით ქართული პოლიციის საქმიანობას, გამოკითხული მოსახლეობის 67% პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 21% – უარყოფითად, 12% კი ამბობს, რომ არ იცის.

რაც შეეხება ბოლო ორი წლის განმავლობაში პოლიციისადმი მიმართვიანობას, გამოკითხულთა 94% ამბობს, რომ პოლიციისთვის არ მიუმართავს, ხოლო 5% ამბობს, რომ მიმართა. გამოკითხვის თანახმად, აღნიშნულ 5%-ში შესული ადამიანების უმრავლესობამ პოლიციას მიმართა, როგორც მსხვერპლმა და ასევე უმეტესობა კმაყოფილი იყო პოლიციის რეაგირებით.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here