ავტობანზე ჩუმათელეთი-ხევის გზის მშენებლობა 9 კომპანიას სურს

0
460

ავტობანზე ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთის, ჩუმათელეთი-ხევის გზის მშენებლობის სურვილი 9 კომპანიამ გამოთქვა, – წერს gbc.ge.

376.9 მილიონი ლარის ტენდერში საკუთარი წინადადება თურქულმა და ჩინურმა კომპანიებმა წარადგინეს.

თითქმის 12-კილომეტრიანი გზის აშენებაზე ყველაზე დაბალი ფასი ჩინურ China State Construction Engineering Corporation-ს აქვს (329.88 ლარია).

სხვა კომპანიების შეთავაზება ასეთია:

Supplier 11 – 523.15 მლნ ლარი;

Hunan Road & Bridge Construction Group Company Ltd – 430.23 მლნ;

China Railway Tunnel Group Co., Ltd. – 398.75 მლნ;

YENIGUN İnsaat Sanayi ve Ticaret A.S. & EN-EZ İnsaat Sanayi ve Ticaret A.S. Joint Venture – 369.9 მლნ;

Sinohydro Corporation Limited 368 მლნ CHINA ROAD AND BRIDGE CORPORATION – 365.89 მლნ;

Guizhou Highway Engineering Group Co., Ltd and China National Technical Import & Export Corporation Joint Venture – 362.23 მლნ;

Joint Venture of Seza İnşaat San. ve Tic. Ltd. Şti. and Açılım İnşaat Tic. ve San. Ltd. Şti. – 338.75 მლნ;

China State Construction Engineering Corporation – 329.88მლნ;

ახლა საავტომობილო გზების დეპარტამენტს მათგან საუკეთესოს შერჩევა მოუწევს.

გზის მშენებლობა დაიწყება არსებული რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ, სოფელ ჩუმათელეთში და დასრულდება სოფელ ხევში, სადაც ავტობანის შემდეგ მონაკვეთს შეუერთდება.

პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს. სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანიამ 36 თვეში უნდა დაასრულოს.

ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იან მონაკვეთზე დაგეგმილია 22 ახალი ხიდისა და სამი გვირაბის მშენებლობა. მოხდება ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა; გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები.

ჩუმათელეთი-ხევის გზის ბოლო დაახლოებით 2,5 კმ სიგრძის მონაკვეთი უახლოვდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ხევი, გრიგალათი, ციცქიური და წაქვა.

რიკოთის უღელტეხილზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა ოთხ სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (1 სექცია) 11,77 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (2 სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (3 სექცია) 13 კმ, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (4 სექცია) 14,7კმ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here